გაკვეთილის მთავარი თემა
|
უცხოელი მოგზაურები საქართველოში
|
საგანი/პედაგოგი
|
ჩვენი საქართველო. შველიძე ლენა
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი საფეხური. 6 კლასი
|
მოსწავლის პროფილი
|
13 მოსწავლე, სპეციალური საჭიროების
მქონე მოსწავლე არ მყავს
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
წყაროებზე მუშაობის ,დასკვნების ჩამოყალიბების, დამოუკიდებლად და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი
შედეგები
|
·
ჩვენი ქვეყნის ბუნების, ხალხის, სამეურნეო საქმიანობისა და საყოფაცხოვრებო კულტურის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობების
გაცნობა.
·
უცხოელ მოგზაურთა ღვაწლის
მნიშვნელობის განსაზღვრა ჩვენი ქვეყნისათვის.
საზ. მეცნ. V-VI
23
მსჯელობს მოგზაურობების შესაძლო შედეგებზე ( მაგ:
გამოცდილების/ ცოდნის გადატანა ერთი
ქვეყნიდან მეორეში, ვაჭრობის განვითარება, კულტურის სხვადასხვა ასპექტების ცვლილება,) მსჯელობს უცხოელი
მოგზაურების მიერ საქართველოს შესახებ შეგროვილი ცნობების მნიშვნელობაზე ქვეყნის შესწავლისათვის.
|
წინარე ცოდნა
|
·
კლასს მივეცი დავალება წაიკითხონ ან მოიძიონ განმარტება
მოგზაურთა ჩანაწერების ისტორიული მნიშვნელობის შესახებ.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებს შევაფასებ შეფასების სქემის მიხედვით
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, კომპიუტერი,
ელექტრონული პრეზენტაცია, ინტერნეტი
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
A ფაზა - გამოწვევა
აქტივობა 1 _ 10 წუთი მოსწავლეებს ვაცნობ
გაკვეთილის თემას და
მათ გამოსაწვევად ვუჩვენებ სურათებს სხვადასხვა მოგზაურების შესახებ.
ვსვამ კითხვებს:
ხომ არ ეცნობათ რომელიმე მათგანი?
რა იციან მათ შესახებ? როგორ ფიქრობთ,
რატომ იზიდავდა უცხოელ
ვაჭრებს საქართველო და
კერძოდ თბილისი? ვუჩვენებ პატარა ნაწყვეტს
პაუზებით ფილმიდან მარკო პოლო. აქვთ
თუ არა ნანახი ეს ფილმი,
რა იციან მის შესახებ?
აქტივობა 2 3 წუთი
მზადება ახალი მასალის ასახსნელად, გაკვეთილს ვიწყებ
მინი ლექციით საქართველოში ნამყოფი უცხოელი მოგზაურების შესახებ.
B ფაზა _ნცოდნის
კონსტრუირება
აქტივობა 3 10 წუთი
ტექსტის პაუზებით კითხვა კლასს ვყოფ
ჯგუფებად ერთი ჯგუფი კითხულობს
ინფორმაციას შარდენის შესახებ,
მეორე ჯგუფი - გიულდენშტედტის შესახებ,
მესამე ჯგუფი - დიუმას შესახებ,
მეოთხე ჯგუფი ტილკეს შესახებ, მეხუთე
ჯგუფი- სელას შესახებ.
აქტივობა 3 პრეზენტაცია 8 წუთი ჯგუფური მუშაობის
შემდეგ მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ უცხოელ
მოგზაურთა ღვაწლის მნიშვნელობა ჩვენი
ქვეყნისათვის. შესაბამისად მოსწავლეებს ვაჩვენებ
სურათებს მოგზაურების ჩანაწერებიდან.
C ფაზა
რეფლექსია
აქტივობა 4 _ კითხვა-პასუხი _5
წუთი
მოსწავლეებს ვუსვამ შემაჯამებელ კითხვებს: რომელმა უცხოელმა მოგზაურმა
დაგაინტერესათ და რატომ? ასახავს თუ რა ობიექტურად მოგზაურთა
ცნობები საქართვლოში მათი ყოფნის
დროს არსებულ სიტაუციას? ხომ არ გსმენიათ სხვა მოგზაურების შესახებ? დასასრულს კიდევ ერთ ნაწყვეტს ვაჩვენებ
ფილმიდან მარკო პოლო, რა გავიგეთ
ამ ფილმიდან?
იციან თუ არა ვის უწოდებენ ელ მილიონეს?
აქტივობა 6
დავალება 2 წუთი
მოვიძიოთ ინფორმაცია ქართველი მოგზაურების შესახებ
და შევადაროთ მათი ინფორმაცია უცხოელი მოგზაურებისას.
აქტივობა 6 შეფასება 2 წუთი
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment