სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:   შავი ზღვის   მნიშვნელობა საქართველოსთვის  ძველად   და ახლა                         

პროექტის   აქტუალობა:     მოსწავლეები ეხმიანებიან    წარსულსა და თანამედროვეობას, გაითავისებენ  შავი ზღვის მნიშვნელობას .   როგორც წარსულში, ასევე  თანამედროვეობაში   შავი   ზღვა   იყო   და არის  უმნიშვნელოვანესი   დამაკავშირებელი  გზა   სხვა ქვეყნებთან,  სხვადასხვა რესურსების მომწოდებელი და კლიმატური პირობების განმსაზღვრელი, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ  შავი ზღვა იყო და არის  ჩვენი ქვეყნის   სიმდიდრე, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.         

პროექტის   მიზანი:  
  1. განვსაზღვროთ    შავი ზღვის   ისტორიულ -  გეოგრაფიული მნიშვნელობა.   
  2. განვსაზღვროთ   შავი   ზღვის   როლი   ძველი  დროის   საქართველოს   ეკონომიკურ    და კულტურულ  ცხოვრებაში    და ასევე   თანამედროვე საქართველოს  ეკონომიკურ   და   კულტურულ ცხოვრებაში.
  3. განიხილონ, თუ როგორ  შეიძლება  შავი ზღვის  შესაძლებლობების გამოყენება.


მოსწავლის ასაკი:    10    წელი.

ვადების ხანგრძლივობა:   2  კვირა

მოსალოდნელი   შედეგი:   ტექსტზე  და წყაროებზე მუშაობის,  მსჯელობის  საკუთარი აზრის  გამოთქმის, დასკვნების გამოტანის ,  ერთმანეთთან   თანამშრომლობის და შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა.

პროექტისთვის საჭირო   რესურსი:   სახელმძღვანელო, რუკა,  ინტერნეტი ,  სლაიდები,  ფურცლები, მარკერი.

პროექტის მსვლელობა:   

აქტივობა 1_ მოსწავლეებს    შევთავაზე   რამდენიმე   პროექტი,  მათგან შევარჩიეთ   ერთი  თემა  სახელწოდებით „შავი ზღვის   მნიშვნელობა   ძველად   და ახლა“

აქტივობა 2 _ საპრეზენტაციო ჯგუფის     ჩამოყალიბება,   სხვა ჯგუფთან  თანამშრომლობის აუცილებლობის   გააზრება.

აქტივობა 3 _ დავალებების   განაწილება 
მოსწავლეებს     ვყოფთ   ორ ჯგუფად:   ა    და  ბ ჯგუფი

ა ჯგუფს ვაძლევთ   შემდეგ დავალებას:    თითოეული  მოსწავლე    წარსულ დროში შავი ზღვის   მნიშვნელობას     უნდა  ჩაუღრმავდეს.

ბ   ჯგუფი   შავი ზღვის   დღევანდელობის  პრობლემებისა     და   მნიშვნელობის   დადგენას უნდა  შეეცადოს.

მიზნის    მისაღწევად   მოსწავლეებს  ვთავაზობ   შემდეგ  საკითხებს,   რომლის  მიხედვითაც   შეასრულებენ   ჯგუფურ   სამუშაოს.

1. გაეცნონ მითს  არგონავტების   შესახებ,   სადაც   პირველად   ვხედავთ   ცნობას   შავი ზღვისა   და დასავლეთ    საქართველოს   შესახებ.

2. ინტერნეტისა    და ფოტო- ვიდეო  მასალის   საშუალებით აღადგინონ,   როგორი საშუალებით    მოძრაობდა   საქართველოს მოსახლეობა  თუ   უცხოელები   შავ ზღვაზე.

3. რუკაზე  განსაზღვრონ   შავი  ზღვის მდებარეობა,  დღეს   შავი  ზღვა   რომელი სრუტეებით  უკავშირდება  სხვა   ზღვებს  და   ამ გზით   უძველეს წარსულშიც   იქნებოდა  თუ არა    შესაძლებელი    საბერძნეთის   ტერიტორიამდე   მისვლა.

4. მოიძიონ   შავი ზღვის   სანაპიროზე   ბერძნების   მიერ  დაარსებული    ქალაქები, მოიკვლიონ,  როგორი იყო  მათი შემდგომი  განვითარება.   არსებობენ ისინი  დღესაც  თუ     უკვალოდ   გაქრნენ.

5. წერილობითი     წყაროების    საშუალებით,  დააჯგუფონ  ის  ნივთები(  დანიშნულების  მიხედვით)  რაც  გადიოდა   საქართველოდან   შავი ზღვის  მეშვეობით  შორეულ  წარსულში . თუკი   შესაძლებელია     მოინახულონ   მუზეუმი, გაეცნონ არქეოლოგიური  გათხრების    შედეგად   აღმოჩენილ ნივთებს.

6. მოიძიონ   დამატებითი  ინფორმაცია,    რა  მნიშვნელობა   ენიჭებოდა    სავაჭრო   ეკონომიკურ    კავშირებს  ძველად.

         ბ     ჯგუფისათვის:    რუკაზე  მოძებნონ   საქართველოს    მთავარი  ნავსადგურები (ბათუმი,   ფოთი, ანაკლია)   და  განსაზღვრონ   მათი  დღევანდელი    ფუნქციები.

7. მოიძიონ    საქართველოს    შავი ზღვის   კურორტები.
   
8. განსაზღვრონ, რა კლიმატური   პირობებია  შავ   ზღვაზე,  რითი  შეიძლება  იყოს   შავი ზღვის   არეალი  მიმზიდველი ადგილობრივთათვისა და  სტუმართათვის.

9. განსაზღვრონ   შავი ზღვის   დამაბინძურებელი   ფაქტორები,   რაც  შეიძლება  ტურიზმის განვითარებას   უშლიდეს ხელს.

10. მოიძიონ   ინფორმაცია,   აქვს  თუ არა  შავ ზღვას   მრავალრიცხოვანი   და  მრავალფეროვანი  სარეწაო   მნიშვნელობის   თევზი.

11. დღეს ნავთობი     მნიშვნელოვანი      და   ყველასათვის    სასურველი     რესურსია, მოიკვლიონ    ინფორმაცია     მისი    არსებობის   შესახებ   შავი   ზღვის    მიდამოებში

აქტივობა 4 _ ელექტრონული პრეზენტაცია.



აქტივობა 5 _ შეფასება

ელემენტარული
1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3 ქულა
1.მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
2.ორგანიზება 
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
3.შინაარსის კორექტულობა
ხშირად გვხვდება  შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
4.ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
5.კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
კვლევა  არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
6.თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
7.შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
8.კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
მოსაზრებები დაკავშირებულია  ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით  კომპეტენტურობაზე
9.დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი  მკაფიოდაა ჩამოყალიბებული 
10.პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
ბუნდოვნად  აყალიბებს  პროექტის არსს, იყენებს  თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას
   
10. საგნებთან /  საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან   კავშირი
   
შედეგი    თვალსაჩინოა:
საზ.  მეცნ.   V- VI  1     ამჟღავნებს   რუკების     ლეგენდების   ცოდნას
რუკების  დახმარებით  განიხილავს   საქართველოს   საზღვრების   ცვლილებებს  სხვადასხვა  ისტორიულ  ეპოქაში.
  • უჩვენებს გზებს, რომლებითაც   საქართველო უკავშირდება  გარე სამყაროს(  მაგ:  შავი  ზღვის  საშუალებით);
  • ასხვავებს  სხვადასხვა დასახლებებს  და მსჯელობს  კონკრეტულ  გეოგრაფიულ   გარემოში  მათი გაჩენის მიზეზებზე ( მაგ. რატომ აარსებენ  ქალაქებს     ზღვის  ან  მდინარეების   ნაპირას);

პროექტის  ხელმძღვანელი: ლენა შველიძე;
 
ხელმძღვანელის   ელ -ფოსტა: shvelidzelela@gmail.com


   

No comments:

Post a Comment